"თბილისი გზების თვალსაზრისით ორ და სამსართულიანი ქალაქი იქნება", _ აღნიშნულის შესახებ მიხელ სააკაშვილმა თბილისში ახლად გაკეთებული გზების დაათვალიერებისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ახლად გაკეთებული გზის სავალი ნაწილის შემოწმების მიზნით, მოქალაქეებთან ერთად ავტობუსით იმგზავრა.
"სანამ მე რეგიონებში დავდივარ, თბილისი გიგი უგულავას სულ შეუცვლია. მე გადავყევი ახალციხეს, თელავს, ბათუმს, ქუთაისს და ამასობაში, თბილისმა მგონი, ყველას გაუსწრო", - მიმართა პრეზიდენტმა თბილის მერს გიგი უგულავას, რომელმაც მიხელ სააკაშვილან ერთად გამოსცადა ახლად გაკეთებული გზის სავალი ნაწილი.