სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოზიციის, ოპოზიციის, მთავრობისა და მხედრობის წარმომადგენლებს მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს, _ აღნიშნულის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარი იხსნება და ის წირვა-ლოცვას ქუთაისში აღავლენს.
"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - ბრძანა პატრიარქმა.