აჭარის მთავრობა ბათუმში თამარის დასახლებაში (ბნქ ტერიტორია) მდებარე 3 ერთეული,საერთო ფართით 1032,6 კვ.მ, რეზერვუარსა და მათზე დამაგრებული 715 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონის პირობების თანახმად, ობიექტით სარგებლობის მოქმედების ვადაა 25 წელია და საიჯარო ქირის გადახდა უნდა მოხდეს ყოველკვარტალურად, თანაბარწილად ყოველი მომდევნო კვარტლის პირველი თვის 5 რიცხვამდე; აუქციონის პირობების თანახმადვე, მოიჯარის მიერ აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელდეს ნავთობპროდუქტების მიღება-დასაწყობებასა და რეალიზაცია, უწყვეტად საიჯარო ვადის ამოწურვამდე; ობიექტის საწყისი ღირებულება 22 ათას 700 ლარია და მისი გასხვისება 5 ოქტომბერისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები