რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკომისიის მიერ "გაზპრომის" ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესწავლის საკითხს გამოეხმაურა.
პუტინის განცხადებით, გამოძიება მეორე ნააბიჯია გასულ წელს ევროპის ოფისებში ჩატარებული ჩრეკების შემდეგ.
"გაერთიანებულ ევროპას სურს შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა და ასევე სურს რომ ამისათვის გადავუხადოთ კიდეც", - განაცხადა პუტინმა.
მან იმედი გამოთქვა. რომ მხარეები ამ ვითარებიდან დანაკარგების გარეშე გამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია '"გაზპრომს" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კონკურენციისთვის ხელისშეშლასა და წინააღმდეგობის წარმოქმნაში, არასამართლინი ფასების დადგენაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები