აშშ-ის კონგრესმა "მაგნიტსკის სიის" კანონპროექტის ორი ვარიანტი მომზადა. ამის შესახებ ვლადივოსტოკში აზია- წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აშშ-ისსახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება რუსეთში ადამიანის უფლებეების დაცვის საკითხს.
"ჩვენ გვჯერა, რომ აქ, რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის თემის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. კონგრესის წევრებასაც სჯერათ ამის. მათ ამ კანონპროექტის ორი განსხვავებული ვარიანტი მოამზადეს", - განაცხადა კლინტონმა.
ფონდი Hermitage Capital -ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის საგამოძიებო იზილატორში 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მას ბრალს დებდნენ გადასახადების დამალვში, თუმცა ფონდის წარმომადგნლების განცხადებით, საქმე "შეკერილი" იყო რუსი სამართალდამცავების მიერ.
მასალის გამოყენების პირობები