"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ კრწანისის ბრძოლაში დაღუპული ქართველების მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია ჟურნალისტების წინაშე გამართა.
ზაზა გაბუნია: "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი არამხოლოდ კრწანისის არამედ საქართველოს მასშტაბით, ადგილი სადაც ჩვენმა ასობით წინაპარმა საკუთარი სიცოცხლე დათმო ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ინტერესებისთვის. ამიტომ, ეს ადგილი იმსახურებს იყოს უფრო მეტად პატივდებული. ამისთვის, მე, ზაზა გაბუნია კრწანისელებს ვპირდები, რომ აქ გაკეთდება ღია მუზეუმი ჩვენი კრწანისელი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად".