მექსიკის პოლიციამ ერთ-ერთ კერძო სახლში იარაღის არსენალი აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ ნარკომოვაჭრეების დაჯგუფებას ეკუთვნოდა.
ქალაქ ერმოსილიოს პოლიცია აღნიშნულით მას შემდეგ დაინტერესდა რაც 9 წლის ბავშვი სკოლაში იარაღით მივიდა.
მისმა თანაკლასელებმა ამის შესახევ სამართალდამცვლებს აცნობეს, რაც სახლში ჩხრეკის მიზეზი გახდა.
ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია 13 ათასი ვაზნა, პისტოლეტები და ავტომატები, პორტატული რადიოსადგური და ფულის სათვლელი მანქანა.
პოლიციამ ბევშვის დედა დააკავა, რომლო მამა კი გაიქცა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები