დღეს, 9 სექტემბერს, 18:00 საათზე თელავში კოალიცია "ქართული ოცნება" მორიგ აქციას გამართავს.
აქცია ერეკლეს მოედანზე გაიმართება.
"ქართული ოცნება" თელავში აქციიის გამართვა 2 სექტემბრისთვის იყო დაანონსებული, თუმცა ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ორანიზატორებმა აქცია გადადეს.
შესაბამისად გადაიდო ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც 9 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
"ქართული ოცნება" მორიგ აქციას 15 სექტემბერს, ახალციხეში, 22 სექტემბერს კი ზუგდიდში გამართავს.