2012 წლის ბოლომდე ელექტრონულ ბაზაში არსებული ნაკვეთების რაოდენობა გაიზრდება 1 მილიონამდე. მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს პირადად მიმდინარეობა, საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააცნო.
მისი განცხადებით, მოცემული მომენტისთვის 350 ათას მიწის ნაკვეთზე დასრულდა საველე სამუშაოები, მათგან 207 ათასის რეგისტრაცია უკვე განხორციელდა, ხოლო 160 ათას მფლობელს დაურიგდა ამონაწერი. 2012 წლის ბოლომდე ელექტრონულ ბაზაში არსებული ნაკვეთების რაოდენობა გაიზრდება 1 მილიონამდე, ხოლო მომდევნო წელს დასრულდება სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია და ბაზაში შესული ნაკვეთების რაოდენობა 2.5 მილიონს მიაღწევს. წიქარიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ პროექტის განხორციელებამ საქართველოს მოქალაქეებს უკვე დაუზოგა დაახლოებით 40 მილიონამდე ლარი სხვადასხვა მოსაკრებლების და სამუშაოების სახით.