საბერძნეთის პრეზიდენტი კარლოს პაპულიასი ქვეყნის ფინანსთა მინისტრისგან საკუთარი ხელფასისა და პენსიის შემცირებას ითხოვს. ქვეყნის მეთაური ფინანსთა სამინისტროსგან ასევე ყოფილი პრეზიდენტების პენსიების შემცირებასაც მოითხოვს, რაც ქვეყანას წელიწადში 350 ათას ევროს დაუზოგავს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხარჯები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და შესაბამისად შემცირდეს მათი დაფინანსებაც.