პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
ივანე მერაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა არის მსოფლიოში ბიზნესის დაწყების კუთხით, კვლავ უამრავი დაბრკოლება არსებობს საკანონმდებლო დონეზე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს დაავალა სამინისტროებში არსებული რეგულაციების შესწავლა და მათი გამარტივება.