აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაკვირვებულია, თუ რატომ უწოდა მისმა კონკურენტმა რესპუბლიკური პარტიიდან, მიტ რომნიმ, აშშ-ის ნომერ პირველი მოწინააღმდეგე რუსეთს და არა ალ-ქაიდას.
"ჩემი კონკურენტი - ახალი ადამიანია საგარეო პოლიტიკის სფეროში. მას სურს დაგვაბრუნოს ჩვენ მკვეთრი მოქმედებების და მძიმე შეცდომების ეპოქაში, რომელიც აშშ-ს ძალიან ძვირი დაუჯდა. ბოლოს და ბოლოს, თუ შენ ცივი ომის კატეგორიებით არ აზროვნებ, არ შეიძლება რუსეთს უწოდო ნომერ პირველი მოწინააღმდეგე, რუსეთს, და არა ალ-ქაიდას", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მისივე თქმით, მიტ რომნი ასევე მზად არ არის პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის.
ობამამ გააკრიტიკა რესპუბლიკელების კანდიდატი, იმის გამო, რომ მან ლონდონის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარ პარტნიორს და მოკავშირეს დისკომფორტი შეუქმნა. კერძოდ, რომნიმ აღნიშნა, რომ ლონდიონი არასაკმარისად იყო მზად ოლიმპიადის ჩასატარებლად, რამაც ინგლისის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.