დღეს, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (საკონფერენციო დარბაზი ‘'სანადიმო'')კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრები გამართავენ შეხვედრას კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთან.აღნიშნული ღონისძიება ტარდება კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიერ დაგეგეგმილი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრების ფარგლებში. კოალიციისწარმომადგენლებიუკვეშეხვდნენქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელს და მომავალში იგეგმება შეხვედრები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრები ქართული ოცნების წარმომადგენლებს გააცნობენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებს, ისაუბრებენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე და მართლმსაჯულების კოალიციის მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობაზე.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ.
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გასული თვეების განმავლობაში გაანალიზა საამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური ხარვეზები და შეიმუშავა მათი აღმოფხვრისათვის აუცილებელი რეკომენდაციები. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიზანია, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიას, გაუზიაროს კოალიციი რეკომენდაციები და აქტიურად შეუწყოს ხელი მათ იმპლემენტაციას.