დღეს, 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ორგანიზაციიდან აცნობეს, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
შეგახსენებთ, რომ NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. კვლევა 31 ივლისიდან-12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით პირისპირი ინტერვიუერის პრინციპით 2 038 ადამიანი გამოიკითხა.