საფრანგეთის ალპებში, ტბა ანსის მიდებარებედ მოკლული ოთხი ადამიანიდან სამი ერთი ოჯახის წევრია. ხოლო იქვე ნაპოვნი ველისიპედისტი, სავარაუდოდ, შემთხვევითაა მოკლული.
საფრანგეთის პოლიცია ჯერ-ჯერობითთ ვერ აკონკრეტებს რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, თუმცა გამოძიება ძარცვის ვერსიას ამუშავებს. უნდა ღინიშნოს, რომ ავტომაქანას გარედან 15 ტყვია აქვს მოხვედრილი. დაღუპულებს კი სასიკვდილო ჭრილობა თავში ნასროლი ტყვიით აქვთ მიყენებული.
პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს გუშინვე 6-7 წლის ბავშვი იპოვა, რომელსაც სამი ტყვია აქვს მოხვედრილი და რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
თუმცა ამ საქმის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი დეტალი მეორე ბავში აღმოჩნდა, რომლიც პოლიციამ მხოლოდ 8 საათის შემდეგ იპოვა მანქანაში. როგორც ირკვეევა ოთხი წლის ბავშვი დედის ფეხებს ქვეშ დაიმალა და შემდეგ მოკლული დედის ცხედარი გადაეფარა.
ბავშვის ძებნა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, როცა დადგინდა, რომ ოჯახში ორი ბავშვი იყო. თუმცა მათ ბავშვი ვერ იპოვეს.
პოლიციამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბავშვი ვერ ნახა და მხოლოდ მათი ადგილზე მისვლიდან 8 საათის შემდეგ, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ კრიმინალისტები, ბავშვი მაქანიდან გადმოიყვანეს.
"იგი მთელი რვა საათის განმავლობაში ცხედრების ქვეშ იმალებოდა და არ განძრეულა. იგი საუბრობს ინგლისურად. მან გაიგო ხმაური, ყვირილი, მაგრამ სხვა ვერაფერი გვითრხა - იგი მხოლოდ ოთხი წლისაა", - განაცხადა პროკურორმა ერიკ მაიომ.
როგორც ირკვევა, ოჯახი- ბავშვები, დედა, მამა და მათი ბებია ტბის პირას კარვით ისვენებდნენ. პოლიციამ ადგილზე იპოვა შვედეთისა და ერაყის მოქალქეების პასპორტები. თავად ავტომაქანას ინგლისური სანომრე ნიშნები აქვს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის საკურორტო ადგილ შევალინთან მოხდა. შევალინი ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.