თურქეთის არმიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონში ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ერაყისა და სირიის საზღვართან ახლოს მდებარე შირკანის პროვინციაში სამხედრო ოპერაციაში 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ქურთ ამბოხებულებთან შეტაკებისას 10 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.