თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორებს შეხვდა. გიგი უგულავამ, ჯონ მაკკეინმა და ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრებმა, განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი თბილისის გალავანი და ქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. სენატორმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ძალიან მოწონს ქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. სენატორმა მაკკეინმა განსაკუთრებული სიმპატია ძველი თბილისის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოების მიმართ გამოხატა.