ხვალ, 7 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ოფიციალური ვიზიტით კახეთს ეწვევა.
12:00 სთ-ზე, კულტურის მინისტრი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან ერთად უჯარმის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. (ციხეზე ინფოცენტრისა და პარკინგის მშენებლობა და ტურისტული ზონის მოწესრიგება მიმდინარეობს).
14:00 სთ-ზე, ნიკოლოზ რურუა, გრემის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძველ აბანოს მოინახულებს, სადაც უკვე დასრულდა აბანოს კონსერვაცია.
ვიზიტის ბოლოს, კი, 15ს:00 სთ-ზე, მინისტრი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელწიფო მუზუემს ესტუმრება. კულტურის მინისტრი მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მოსახლეობასაც შეხვდება. ნიკოლოზ რურუა მუზეუმს რესტავრირებულ ექსპონატებს, საოფისე ავეჯს, სამუსიკო სკოლების გაერთიანებას 2 პიანინოს გადასცემს, ხოლო სამუსიკო სკოლის პედაგოგებს „დამსახურებული პედაგოგის" წოდებას მიანიჭებს.