რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პროექტის - "იმედის ფრენა" ფარგლებში, წეროებთან ერთად იფრინა. პროექტი იშვიათი ჯიშის ფრინველთა გადარჩენას ემსახურება. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამი ფრენა შეასრულა, ერთი გაცნობითი ხასიათის და ორი ფრინველებთან ერთად. დელტაპლანი, რომლითაც პუტინი მიფრინავდა ინკუბატორში გამოზრდილი წეროებისთვის წინამძღროლის როლს ასრულებდა.
ფრინველბთან ერთად პირველი გაფრენის დროს პუტინი მხოლოდ ერთმა ბარტყმა "აღიარა", რაზედაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველი გაფრენისას ძლიერი ქარი იყო, დელტაპლანს კი ძალიან მაღალი სიჩქარე ქონდა, რის გამოც ფრინველებმა ვერ შეძლეს მასთან განკლავება.
მეორე გაფრენა წეროებთან უფრო წარმატებული აღმოჩნდა და დელტაპლანს კომპანიონობა ხუთმა წერომ გაუწია.
პუტინმა ფრენის შემდეგ აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობითა და ფრინველა იშვიათი ჯიშების გადარჩენის პროგრამის რეალიზაციით კმაყოფილია.