საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდძე გავრცელებული ინფორმაციით, კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის მიხეილ სააკაშვილი ქართულ ტრადიციებზე ესაუბრა. პრეზიდენტთან ერთად, მათ, სიმბოლურად, რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ყურძენიც თავად დაწურეს.
ყვარელში ქვეყნის პირველმა პირმა ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღო. ქართული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგია მიხეილ სააკაშვილმა რატუ ინოკე კუბუაბოლასაც გააცნო და მას ყურძნის ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა.