საქართველოში მიმდინარე მსოფლიოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი კონფერენცია, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. პრეზიდენტმა კონფერენციის მნიშვნელობასა და საქართველოში მიმდინარე ,,ამბასადორიალი 2012" ისაუბრა.
,,დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში ასეთი წარმომადგენლობითი, საერთაშორისო კონფერენცია არ ყოფილა. ჩვენი მტერი ბევრს ეცადა საქართველოს რუკიდან ამოშლას და ახლაც ცდილობს, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს. გუშინ და დღეს ჩვენი ელჩების შეკრება ტარდება. მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად ელჩები ჩამოგვყავს და ყველა ქვეყანა ამას აკეთებს ჩამოყავს, თვითონ ელაპარაკება, ეკითხება რჩევას ინსტრუქციებს თვითონ აძლევს და ეს, ჩვეულებრივი მოვლენაა. გამომსვლელების სია როგორი მივიღეთ ამ დღეებში ნატოს გენერალური მდივანი, შვეიცარიის, არგენტინის, ფიჯის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე ათეულ ათასი კილომეტრიდან ჩამოვიდნენ. ე.ი. მთელი მსოფლიო ჩამოვიდა იმსათვის, რომ ჩვენ ელჩებს რჩევა მისცეს საქართველოს გვერდზე დაუდგეს და დაახმაროს", - განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველო გლობალური ქვეყანა გახდა.
,,როგორი გლობალური გახდა მართლაც პატარა ძალიან მცირე ტერიტორიული ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რაღაცაა, რაც საქართველოს განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და პირველ რიგში არის ის მიღწევები, რომელზეც ვსაუბრობთ. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ იმდენი რამე გვაქვს გაკეთებული, რომ ამდენი ქვეყნის ხალხს ჩამოჰყავს ხალხი, რომ საქართველოსგანაც ისწავლონ. მითუმეტეს, ჩვენ ბევრად მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გაჭირვება და ყველაფერი, რაც პრობლემა გვაქვს მომავალში გადაილახოს|", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი კონფერენციასთან დაკავშირებით დედაქალაქი 100-ზე მეტი ქვეყნის მინისტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც მთავრობათაშორის კონფერენცია "თბილისი+35-ს"დაესწრებიან.
კონფერენცია ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ღონისძიებების შეფასებას და სამომავლო გეგმების დასახვას ითვალისწინებს.