საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესებს თავადვე გაეცნობიან.
,,ამერიკელი სენატორების ვიზიტი მნიშვნელოვანია და მივესალმებით ამერიკელი საკანონმდებლო ორგანოს მაღალი დონის წარმომადგენლების ჩამოსვლას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ თვითონ აშშ საარჩევნო კამპანიაში იმყოფება და სენატორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოვიდნენ და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კალანდაძემ ამერიკელი სენატორების ვიზიტის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს დღეს ესტუმრებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან. ამასთან ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რეგიონებსაც ეწვევიან.