მკვლელობასა და საიუველირო მაღაზიაზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის სანდრო გრიგოლიას სასამართლო პროცესი დაიწყო ჰოლანდიაში.
საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლო დაკითხვის რეჟიმზეა გადასული. სანდრო გრიგოლიასა და ზია ბორუკჩუს მკვლელობასა და ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. მათ 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
შეიარაღებული თავდასხმა ჰააგის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა, რა დროსაც დამნაშავეებმა იუველირი მოკლეს.
გრიგოლიას დაკავება თბილისში მოხდა. ჰააგის პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სანდრო გრიგოლიამ ჰოლანდია დატოვა, თუმცა მოგვიანებით ქართველ სამართალდამცველებს თავადვე ჩაბარდა, რის შემდეგაც მისი ექსტრადაცია განხორციელდა.