დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთწოდებული საუკუნის ძარცვისთვის დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის საქმის განხილვა განახლდება.
ამ დრომდე პოლიცია კიდევ სამ ეჭვმიტანილს ეძებს. სხდომაზე მხარეები სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ და მოწმეებს დაკითხავენ.
საქართველოს მოქალაქეებს ქალაქ ორდუში ერთი მილიონი ლირის ღირებულების ოქროს მოპარვაში ედებათ ბრალი. თურქული მხარის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ოქრო 8-მეტრიანი გვირაბის გათხრის მეშვეობით მოიპარეს, რის შემდეგაც მათ თურქეთის ტერიტორია დატოვეს.
ძარცვა ქალაქ ორდუში, საიუველირო მაღაზიაში რამდენიმე თვის წინ მოხდა. სამივე ბრალდებული ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს