ამბასადორიალი 2012", შეხვედრის პირველი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემატიკას დაეთმობა. როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა შეხვედრაზე განიხილება, თუ როგორ უნდა იმუშაონ ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით.
,,პირველი პანელი დაეთმობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, დეოკუპაციას და როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებში", _ განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ამბასადორიალს" სიტყვით მიმართავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მთავრობის წევრები, ხოლო შემდგომ დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიმართვა ამბასადორიალის მონაწილეებისადმი.
,,ამბასადორიალზე გამოვა არგენტის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჰექტორ ტიმერმანი. ამის შემდეგ გაგრძელდება ამბასადორიალი და გვექნება პატივი შევხვდეთ ნატოს გენერალურ მდივანს ბატონ რასმუსენს", _ განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს ,,ამბასადორიალი 2012" მეორე ეტაპი მიმდინარეობს, სადაც სიტყვით გამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი და ამერიკელი სენატორები.