2012 წლის აგვისტოს თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 225 795 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტო 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა და ნახტომისებრი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აგვისტოსთან (46 039 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 4.9-ჯერ, 2008 წლის აგვისტოსთან (19 495 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.6-ჯერ, 2009 წლის აგვისტოსთან (28 761 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 7.9-ჯერ, 2010 წლის აგვისტოსთან (32 596 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.9-ჯერ და 2011 წლის აგვისტოსთან (43 715 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 5.2-ჯერ.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (3.3-ჯერ), ისე მეორადი (1.5-ჯერ) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2012 წლის აგვისტოს თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 7.280 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.409), ისე წინა თვის ინდექსს (3.231).
წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.3-ჯერ) და მეორადი (2.3-ჯერ) ბაზრები. 2012 წლის აგვისტოს თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 142 079, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 83 716 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 15.272 და 3.856 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. აგვისტოში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 37.1%-ს მეორადი, ხოლო 62.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის აგვისტოში კი - შესაბამისად 16.8% და 83.2%).
მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე უპირატესად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ა.წ. მხოლოდ აგვისტოს თვეში ქვეყანაში 131 063 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა
ამ ფაქტორის გამორიცხვითაც უძრავი ქონების ბაზარი აგვისტოს თვეშიც ცალსახად გაიზარდა (94 732 სარეგისტრაციო ტრანზაქცია... წინა თვესთან შედარებით
ზრდა 62.0%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 116.7%-ით).