კოსტა-რიკაზე, სანაპიროსთან, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სამარადან 12 კილომეტრში, დედაქალაქ სან-ხესედან 150 კილომეტრის დასორებით დაფიქსირდა.
სპეციალისტები ცუნამის საშიშროებას არ გამორიცხავენ, რაც, კოსტა-რიკის გარდა, პანამას, ნიკარაგუას, სალვადორს, ჰონდურასს, მექსიკას, კოლუმბიას, ეკვადორს, გვატემალასა და პერუსაც შეუქმნის საფრთხეს.