ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით საყვარელიძე დღეს კრწანისის რაიონში პირველადი ჯანდაცვის ობიექტს ესტუმრა, ექიმებს შეხვდა და ახალი სადაზრვევო პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს გაესაუბრა.
დავით საყვარელიძემ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და შემდგომ, საჭიროების მიხედვით მოხდება მათი სპეციალური პროფილით გადამისამართება შესაბამის კლინიკებსა და საავადმყოფოებში.
მასალის გამოყენების პირობები