ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიის რეიტინგებს პარასკევს 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს, _ აღნიშნულის შესახებ NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 31 ივლისიდან-12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით პირისპირი ინტერვიუერის პრინციპით 2 038 ადამიანი გამოიკითხა.