სტატიაში აღნიშულია, რომ პატარკაციშვილების ოჯახი ჩხარტიშვილს რამდენიმე აქტივზე ედავება. "კერძოდ: 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიამ „კოპელა ვინჩერს ლიმითედ"-მა, ავთანდილ წერეთლისგან თამბაქოს ქარხანა (100% პროცენტიანი წილით) 8 მილიონ 762 000 ათას დოლარად იყიდა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, (2008 წლის 6 მარტს) „კოპელას" წილი სულ რაღაც 107 ათას 170 ლარად გადაიფორმა კომპანია „ სონატა ალიანს ჯორჯიამ" (ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანია) ხოლო 2008 წლის 3 ივნისს, იმავე ოდენობის თანხად, ეს წილი სრულად დაუთმო შპს „სმარტ გრუპს", რომლის დამფუძნებლებიც იმ დროისთვის ვანო ჩხარტიშვილის შვილები იყვნენ - ნათია ჩხარტიშვილი-51% პროცენტის, მიხეილ ჩხარტიშვილი კი 49 % - ის მფლობელი", - ნათქვამია სტატიაში. და აღნიშნულია, რომ „სონატა ალიანს ჯორჯიამ" პატარკაციშვილის კომპანიის წილი ისე გადაიფორმა, რომ თანხაც არ გადაუხდია...
"ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილიდან ერთ თვეში, (2008 წლის 10 მარტს) ასევე გიორგი ქავთარაძის მინდობილის საფუძველზე გადაფორმდა „კოპელას" 66% /66% იანი წილები „სონატა ალიანს ჯორჯიაზე" ( კომპანიები შპს „პრომეტკო" და შპს „ჯესკო," რომლებიც ფლობდნენ ნავმისადგომებს ფოთში) ანუ 1% პროცენტი 100 ლარად, თუმცა, არც ეს თანხა მიუღია კომპანია „კოპელას", - ნათქვამია სტატიაში.
ასევე, პატარკაციშვილის ოჯახი მოითხოვს ლილოს ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნებასაც, რომელიც ასევე (2008 წლის 6 მარტს) გიორგი ქავთარაძის მინდობილობის საფუძველზე, გადაიფორმა „სონატა ალიანს ჯორჯიამ." არც ამ შემთხვევაში მიუღია კომპანიას ის მიზერული თანხა რომელიც მითითებული იყო ხელშეკრულებაში.
გაზეთი "ვერსიის" მიერ მოპოვებული დეოკუმენტების მიხედვით, ირკვევა რომ კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც ჩხარტიშვილმა მიითვისა - კოპელას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთია კოლმეურნეობის მოედანზე - 2008 წლის 5 მარტს ისევ გიორგი ქავთარაძის მიერ გადაფორმდა კომპანია „მენეჯმენტ კონსტანტინ ლიმიტედზე," შემდეგ კი მალევე, იგივე ნაკვეთი გადაიფორმა შპს „სმარტ ჯგუფმა" - კომპანიამ, რომლის დამფუძნებლებიც ვანო ჩხარტიშვილის შვილები არიან.
ასევე იქნა გადაფორმებული (2008 წლის 5 მარტი) პატარკაციშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანია „ბლუტროპიკ ლიმიტედიც", რომლის საკუთრებაშიც იყო სააქციო საზოგადოება ფოთის წისქვილ ქარხნის აქციების 92.85 % . აღსანიშნავია, რომ არც კუთვნილი 2 692 022 ლარი უნახავთ თვალით პატარკაციშვილების ოჯახს.
პატარკაციშვილების ოჯახი ედავება ჩხარტიშვილს თავის წილს კომპანია „ლაკარპაშიც" („ლაკარპას" საკუთრებაში იყო „ვითიბი ბანკის" 7.51% -ის აქციები, ასევე „ენერჯი ინვესტის" 34% პროცენტიანი წილი) რომელიც 7 მილიონ 840 000 ათას დოლარად გიორგი ქავთარაძის მონაწილეობით გადაიფორმა კომპანია „კოლჩესტერმა." ამ შემთხვევში კომპანიამ რეალურად მიიღო თანხა. მაგრამ ეს თანხა გიორგი ქავთარაძემ ითხოვა ინვესტიციის განხორციელების მიზნით და კომპანიამაც, როგორც „ლაკარპას" ნდობით არჭურვილ პირს, მოკლე ვადიანი სესხით გადასცა. აღსანიშნავია, რომ მალევე ეს თანხა ნათია ჩხარტიშვილს გადაერიცხა. დოკუმენტს კი საფუძვლად ფინანსური დახმარება დაედო.
"ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე აგრძელებს დავას სამოქალაქო სასამართლოში ივანე ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, თავის დროზე ტერმინალის მშენებლობას ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. იგი ყულევის ტერმინალს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით ფლობდა, როგორიც იყო კვირპოსში რეგისტრირებული „კროლ ჰოლდინგ ლიმიტედი." 2006 წლის 29 დეკემბერს „კროლ ჰოლდინგ ლიმიტედმა" ტერმინალი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ „კარლინას" მიჰყიდა და პატარკაციშვილმა აქციათა 24,5 % (49 აქცია) ივანე ჩხარტიშვილს გადასცა", - ნათქვამია სტატიაში.