საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ზოგადი ნარების გამოცდაში მიღებული შედეგების მიხედვით ახალციხეში მცხოვრებ 10 საუკეთესო სტუდენტს დააჯილდოებს. კომპანია ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტს პერსონალურ კომპიუტერს, ხოლო დანარჩენ 9 სტუდენტს ბილაინის მობილურ ტელეფონებს გადასცემს.
დაჯილდოვება 6 სექტემბერს ,13:00 საათზე ბილაინის ახალი ოფისში ახალციხის განახლებულ ტურისტულ ცენტრში გაიმართება.
" მოხარულები ვართ, რომ ბილაინს საშუალება ეძლევა აბიტურიენტებისათვის ასეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპზე, მხარი დაუჭიროს და მათი სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი გახადოს.
ბილიანი ერთადერთი მობილური ოპერატორია,რომელიც განახლებულ ტურისტულ ცენტრში მოემსახურება ტურისტებს,სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ რეგიონის წინაშე", - განაცხადა ბილაინის ახალციხის ფილიალის დირექტორმა შალვა დალალიშვილმა.