„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " სამგორის მაჟორიტარიბის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი სამგორის რაიონში კაიროს ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე სირაძის ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს მათი სახლი ავარიუ მდგომარეობაშია. მათ არა ერთხელ მიმართეს ადგილბრივ მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის მაგრამ უშედეგოდ.
მაგდა ანიკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და ყურადრება ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე, სამართლიანი ტარიფების დაწესებასა და შიდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა.
„სამგორის მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემას მაღალი კომუნალური გადასახადები წარმოადგენს, ასევე ჯანდაცვის კუთხით უნდა გაიზარდოს მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, რათა თითოეულამა მოქალაქემ რეალური სადაზღვევო პოლისი მიიღოს, ასევე მწვავედ დგას შიდა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ჩვენი პროგრამის მიხედვით, თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს ფონდი, რომელიც დააფინანსებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს" - განახადა მაგდა ანიკაშვილმა.