ქრისტიან-დემორკატიული მძრაობის ლდიერებმა გორში შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობსი კანდიდატები წარადგიენს.
გიორგი თარგამაძემ საქართველოს პარლამენტის არჩვენებში გორის მაჟორიტარობის კანდიდატად გორის საკრებულოს ქრისტიან-დემორკატი წევრი ზურაბ როსეფაშვილი დაასახელა, ხაშურში ეკატერინე მჭედლიშვილი, ქარელში დავით ვარძელაშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის მადნატისტვის კი ივანე ივანიშვილი იბრძოლებს
მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდგომ ლევან ცეფხვაძემ ქართლელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი განცხადე.ბით, თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ არჩევის შემთხვევაში "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს პარლამენტში მათი დასაყრდენი და ხალხის ინტერესების გამტარებლები იქნებიან.
"დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ კანდიდატები, რომლებიც მაჟორიტარული მანდატების მოსაპოვებლად იბრძოლებენ შიდა ქართლის რეგიონში, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკაში უდიდესი გამოცდილება აქვთ, რომლებიც არიან თავდადებულნი და მებრძოლნი საკუთარ რაიონებში პრობლემების მოგვარების კუთხით, მე დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ქართლში , ჩვენი მოძრაობა 1 ოქტომბერს საკმაოდ მაღალ შედეგს დადებს", - განაცხადა ვეფხვაძემ