"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდიერებმა გორში შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა,შიდა ქართლში მცხოვრებმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის მშვიდობისა და სიცოცხლის ფასი. მისი თქმით ამ რეგიონში მოქალაქეებს ესაჭიროებათ ცვლილებები; ქვეყანაში უნდა დაინგრეს ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში მკვიდრდებოდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ერთადერთი პოლიტიკური ძალაა რომელმაც საკუთარ პროგრამაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად აქცენტი ქვეყნის ერთიანობაზე გააკეთა.
ქდმ-ს ლიდერის განცხადებით ადამიანები რომელნიც ქდმ-ს სახელით მაჟორიტარობის კანდიდატებად იყრიან კენჭს ცხოვრებისეული გამოცდილებით და ქრისტიან-დემოკრატიული იდეებისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. ისინი საკუთარი კუთხისა და ქვეყნის პატრიოტები არიან და ბევრ მათგანს იარაღით ხელშიც უბრძოლია ქვეყნის ერთიანობის დასაცავად.
„ნაციონალური მოძრაობის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს და ქრისტიან-დემორკატები ამ პროცესში გადამწყვეტ როლს შევასრულებთ. აქაურ მოსახლეობას უნდა დემორკატია და თავისუფლება მაგრამ არა ყველაფრის ფასად და ეს ფასი ქრისტიან-დემორკატებმა შიდა ქართლის მაცხოვრებლებთან ერთად ყველაზე კარგად ვიცით. ამის პარალელრუად აქ არის მოსახლეობა რომელსაც სწყურია - მისი შრომის ღირსეული დაფასება, რომ ჰქონდეს სამართლიანი ტარიფები ენერგომატარებლებზე, სასუქზე, საწვავზე, ჯადნაცვაზე, განათლებაზე; რომ უზრუნველჰყონ ოჯახის ღირსეული ყოფა. ეს ყველაზე რეალური პროგრამაა და ის სწორედ ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.