NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, სამ უმთავრეს პრიორიტეტულ საკითხებად სამუშაო ადგილები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ტერიტორიული მთლიანობა მიიჩნევა.
გამოკითხულთა 57% პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას, 35% ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ხოლო 34% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.
კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.