საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის 2013 წელი მნიშვნელოვანი იქნება. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა 2013 წლიდან შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ.
,,2013 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან 2013 წელს დასრულდება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება ევროკავშირთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2013 წლის ბოლოსთვის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლა დაიწყონ. სწორედ ამ თემაზე მექნება ჩემს კოლეგებთან საუბარი, თუ რა არის საჭირო ჩვენი მიზნების განსახორციელებლად ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ,,ამბასადორიალი 2012" ესწრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ,,ამბასადორიალი 2012" 5-7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.