NDI-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას რესპოდენტთა 77% მიიღებდა, რაც რაც NDI-ის მიერ 2011 წლის სექტემბერში ჩატარებულ კვლების შედეგებს 26% აღემატება
შეკითხვაზე, ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, შედეგები ასე გადანაწილდა: უარყოფითი პასუხი რესპონდენტთა 23%-მა გასცა, 77% კი - დადებითი.
გამოკითხული რესპოდენტებისგან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისადმი დადებითადა არიან განწყობილები, 78% მამაკაცია.
კვლევამ ანალოგიური შედეგი აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 77% პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას, 23 კი - არა.
კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.