„რომპეტროლის" ყველაზე პოპულარული პროდუქტი „ეფიქსი" ახალი სარეკლამო კონცეფციით უკვე ქართველი მომხმარებლის წინაშეც წარდგა. „ეფიქსი" - საწვავი, რომელიც ძრავს იცავს, კომპანიამ 20 ქვეყნის მომხმარებელს, მომხიბლავი დიასახლისების სახით წარუდგინა.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ახალგაზრდა დიასახლისი გოგონები, რომლებიც „ეფიქსი"-ს სარეკლამო კლიპში მაყურებლის თვალს ახარებენ, სარეკლამო კონცეფციის შემქმნელებმა სწორედ იმ ეფექტის გამოსახატად აირჩიეს, რასაც სინამდვილეში საწვავი „ეფიქსი" მანქანის ძრავზე ახდენს.
„სარეკლამო კლიპში მომხიბლავი დიასახლისები ძრავის სარქველებს საგულდაგულოდ წმენდენ. კონცეფცია შემთხვევით არაა შერჩეული, ვინაიდან ეფიქსი ძრავისათვის სწორედ იმასვე აკეთებს: ასუფთავებს ინჟექტორებს და იცავს ძრავს დაზიანებისაგან. ახალი კონცეფცია წარმატებით გაეშვა მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი კომპანიაა წარმოდგენილი, მათ რიცხვს კი ამ დღეებში საქართველოც შეუერთდა. ვიმედოვნებთ, რომ „ეფიქსის" ახალ იმიჯს საქართველოშიც ისევე პოზიტიურად მიიღებენ, როგორც დანარჩენ მსოფლიოში," - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
ამასთანავე, კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, სპეციალურად ქართველი მომხმარებლისათვის ვებგვერდი www.efix.ge გაეშვა, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს „ეფიქს"-ის საწვავის უპირატესობებისა და თვისებების შესახებ.
„ვებ-გვერდი ინტერაქტიულია და მომხმარებელს მრავალ საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს, რაშიც მომხმარებელს შეუძლია თავად დარწმუნდეს თუ www.efix.ge-ს ეწვევა. ვებ-გვერდის ინტერაქტიულობის გაზრდის მიზნით იგი მიბმულია სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ გვერდზე,სადაც მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება დატოვონ კომენტარები და მოსაზრებები როგორც ახალი კამპანიის შესახებ, ასევე ზოგადად „რომპეტროლის" მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა თუ სერვისებთან დაკავშირებით.ვიქტორინებისა და კონკურსებში მონაწილეობა მომხმარებელს ვებგვერდზე არსებული „ფეისბუქის" ბმულის საშუალებით შეეძლება. დარწმუნებული ვარ, მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება ვებრგვერდზე მოცემული შეთავზეზებით, რომლებიც მუდმივად განახლდება და სულ უფრო მრავალფეროვანი გახდება,"-აცხადებს ნურკენ მურზაგალიევი.
„ეფიქსი" რომპეტროლმა ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოიტანა. საწვავი შედგება ისეთი დანამატებისა და აქტიური კომპონენტებისაგან, რომლებიც ასუფთავებენ სარქველებსა და ინჯექტორებს, იცავენ ძრავას ნამწვისა და კოროზიისაგან. ეფიქსი აძლიერებს ძრავის ფუნქციონირებას 13%-ით, საშუალოდ 43%-ით ამცირებს ნამწვს სარქველებსა და ცილინდრებზე, 3%-ით ამცირებს საწვავის მოხმარებას"
ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე შვიდი წელია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს."რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 20 ქვეყანაში 50-მდე კომპანიას აერთიანებს.