„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ლიდერი გიორგი თარგამაძე და მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს კარლ ბილდტსა და ვლადისლავ სიკორსკის შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი საკითხად საარჩევნო გარემო გამოიკვეთა , „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და იმ კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილელობაზე.
გიორგი თარგამაძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო საფრთხეებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. „ქრისტიან-დემოკრატებმა" შეხვედრაზე ასევე კარლ ბილდტსა და ვლადისლავ სიკორსკის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრმა გააცნეს. მოძაობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ხედვებზე , ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.
„ჩვენი და ჩვენი ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დამთავრება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას, როგორც შიდა დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ