ახალი სასწავლო წლიდან თბილისში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა" იწყებს ფუნქციონირებას, სადაც მოსწავლეები კვალიფიციურ განათლებას კომფორტულ სასწავლო გარემოში მიიღებენ. ოთხ სართულიანი შენობა 3 700 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. სკოლაში მოსწავლეები საცურაო აუზით, ღია და დახურული სპორტული დარბაზებითა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით ისარგებლებენ. თითოეული ოთახი საჭირო, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. სკოლაში მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ხელოვნებისა და სპორტის წრეები ფუნქციონირებს. 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში 32 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის 20 პედაგოგი და ადმინისტრაციის 12 თანამშრომელი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეების რეგისტრაცია გრძელდება. სკოლის გარე ტერიტორია გამწვანდა და მოეწყო ავტომობილების პარკირების ადგილები.
„წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა" დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათავლიერა და მასწავლებლებს გაესაუბრა.