ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერები დღეს პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და ოპოზიციური გაერთიანებისგან ქვეყნის განვითარების სტრატეგია მოისმინეს.
პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთან ისინი ურთიერთობას და თანამშრომლობას მომავალშიც შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში გაწეული დახმარებითვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ მოკლედ მოვახსენეთ დღევანელი სიტუაცია. როგორია საარჩევნო პროცესი. დაწვრილებითი საუბრის დრო არ იყო. მათ აინტერესბდათ როგორი სტრატეგია გვაქვს ჩვენ, როგორც რეალურ ოპოზიციას, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც შეუძლია რელურად მოვიდეს ხელისუფლებაში. მათ გამონათქვამებში იგრძნობოდა, რამდენიმეჯერ თქვეს, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოსთან ისეთ ურთიერთობას, როგორიც ადრე, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოვალთ თუ არა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით მან ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში გაწეული დახმარებითვის მადლობა გადაუხადა.