საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მერაბიშვილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მანუელ ვალფს შეხვდა.
მხარეები კონკრეტულ გეგმებსა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მანუელ ვალფი ოლანდის კაბინეტის წევრია და ის ამ თანამდებობას 2012 წლის 16 მაისიდან იკავებს.
ეს არის ვანო მერაბიშვილის პირველი ვიზიტი ევროპაში პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს პრემიერმინისტრმა შხვედრები უკვე გამართა ბრიუსელში ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან