ახალი სასწავლო წლიდან თბილისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა ფუნქციონირებას იწყებს.
ოთხსართულიანი შენობა 3 700 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენდა. სკოლაში მოსწავლეები საცურაო აუზით, ღია და დახურული სპორტული დარბაზებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით ისარგებლებენ. სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი.
დიღომში ახლად გახსნილი სასწავლებელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და პედაგოგებს გაესაუბრა.