რუსეთის ფედერაციის საგამოძიები კომიტეტის გამომძიებლებმა კომპანია "ბორჯომის" მოსკოვის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედება ჩატარადა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
საქმე ეხება ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია IDS Borjomi Beverages, რომელიც ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის სახელს უკავშირდება, "ბორჯომის" გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რუსული გამოცემა "კომერსანტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრენდით უკვე დაინტერესდნენ რუსული და დასავლური ფონდები, გარიგების შესაძლო თანხა კი, 400-500 მილიონი დოლარია.
როგორც რუსული წყაროები წერენ, რომ კომპანია IDS Borjomi Beverages "ბორჯომის" აქციების 87%-ზე მეტის მფლობელია, დანარჩენი ნაწილი კი, კომპანიის მენეჯერებს ეკუთვნით. "ბორჯომის" ქარხნის გარდა, კომპანიას ეკუთვნის ორი ქარხანა უკრაინაში, რომლებიც "მირგოროდის" და "მორშინის" წყლებს ასხამენ.