საქართველოში მიმდინარე ,,ამბასადორიალი 2012-ის" პირველი პანელი უკვე დასრულდა, რომლის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტთან მიხელ სააკაშვილთან ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაინაცვლებენ და მიხელ სააკაშვილს შევდებიან.
პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,ამბასადორიალი 2012'' მონაწილე დიპლომატები კვლავ ,,რადისონში" გადმოინაცვლებენ, სადაც ღონისძიების მეორე პანელი დაიწყება, A სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თემურ გორდაძე, ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი, ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი, ასვე მოხსენებით გამოვლენ პოლონეთის, შვედეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები, რითაც დასრულდება ,,ამბასადორიალი 2012" მეორე პანელი.
18:15 წუთზე ღონისძიების მესამე პანელი დაიწყება, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი, რომლითაც ,,ამბასადორიალი 2012" პირველი დღე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ,,ამბასადორიალი 2012" საქართველოში 5-7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.