აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი თბილისში. ახალი ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. ხოლო თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს.
,,საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით, მიუხედვად ამისა, იგი მიღწევების კონსოლიდირების საქმეში კვლავ გამოწვევებს აწყდება. ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის დიდი პატივი იქნება ამ პროცესებში დეტალურად გავერკვე და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ნორლანდი საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა და მან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი შეცვალა.