"საქართველოში ყოველწლიურად დაგეგმილი ,,ამასადორიალი" კარგი ტრადიციაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქარველოში მიმდინარე ,,ამბასადორიალი 2012" კომენტირებისას და აღნიშნა, რომ წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იქნება, რადგან ,,ამბასადორიალი" თემატურად იქნება დაყოფილი, სადაც დიპლომატები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.
"კარგი ტრადიციაა, რომ სექტემბერში, ახალი პოლიტიკური სეზონის დასაწყისში საქართველოში იკრიბებიან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და მათ შესაძლებლობა ეძლევათ ესაუბრონ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წარმომადგენლებს, მიიღონ დავალები, გაერკვნენ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში, თუ რა ამოცანები დგას ჩვენ საგარეო პოლიტიკაში", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ,,ამბასადორიალი" უკვე მეოთხედ იმართება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.