საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფოთის აეროპორტი სახელმწიფო მფლობელობაში რჩება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრობისას განაცხადა.
"ფოთის აეროპორტი სახელმწიფო მფლობელობაში რჩება და რჩება, ჩემო მეგობრებო, სწორედ იმის გამო, რომ თქვენ გაგიწიოთ კონკურენცია და დაგაგდებინოთ ფასები. ამას სპეციალურად გიკეთებთ. მახსოვს ჩვენი შეხვედრა 2005 წელს ბობოყვათში, როდესაც შევთანხმდით, რომ გახსნიდით და თქვენ, თქვენი სიტყვა შეასრულეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ თქვენ ბაზარზე არ დაგტოვებთ. მონოპოლისტები ვერ გახდებით, ჩვენო მეგობრებო, ძმებო. მაგრები ხართ, დიდები ხართ, მაგრამ ხალხისთვის უნდა გქონდეთ ხელმისაწვდომი ბილეთები. ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ, სანამ ფასებს არ დაწევთ. ამას პირდაპირ გპირდებით, სანამ ჩვენი ხალხისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი არ იქნება. ჩვენ კერძო სექტორს, ინვესტციებს ხელს ვუწყობთ, მაგრამ იცოდეთ, დაგიგდებთ ფასებს", - განაცხადა სააკაშვილმა.