დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილი, პრინცი ენდრიუ, ევროპის ყველაზე მაღალი შენობიდან თოკით დაეშვა.
ლონდონური ცათამბჯენიდან, Shard-იდან დაშვება ენდრიუმ საქველმოქმედო ფონდისთვის განახორციელა. თუმცა როგორც ბრიტანული მედია წერს, დაშვების შემდეგ პრინცმა განმარტა, რომ არასოდეს გაიმეორებს ანალოგიურს.
საქველმოქმედო აქციაში პრინცის გარდა კიდევ 40 ადამიანი მონაწილებოდა.
ისინი თოკით 87-ე სართულიდან დაეშვნენ. აქციის შედეგად შემოსულ ფულს საქველმოქმედო ფონდი Outward Bound Trust სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისთვის დახარჯავს.