საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რატუ ინოკე კუბუაბოლას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოში დაგეგმილ ამბასადორიალზე ისაუბრეს.
"მინისტრის უშუალო მონაწილეობით საქართველო-ფიჯის ურთიერთობა სულ სხვა, განვითარებულ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლების, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტის სფეროში. ბატონ მინისტრთან ერთან ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას განათლებისა და ეკონომიკის სფეროში და რაც მთავრია, ფიჯი-საქართველო იმ სამართლებრივი ბაზის შექმნას იწყებს, რომელიც ჩვენი მომავალ თანამშრომლობის საფუძველი იქნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს "ამბასადორიალი 2012"-ის ფარგლებში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ეწვია.